მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 თვეში საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა

საქსტატი
29.11.24 11:07
1334

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა.

ოქტომბერში საქართველოს ბიზნეს სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 14.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 14.7%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამმუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები