მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

10 წელში რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილი განახევრდა

5a60382c72da8
თამუნა დემეტრაშვილი
18.01.18 10:00
1195
რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილი მთლიან გზავნილებში 2007- 2017 წლამდე პერიოდში 64%-იდან 33%-მდე შემცირდა,- ამის შესახებ ნათქვამია საინვესტიციო კომპანია PMCG-ის საქართველოს ეკონომიკური მიმოხილვის დოკუმენტში. გარდა წილისა რუსეთიდან გზავნილები ფულად გამოხატულებაშიც შემცირებულია. კერძოდ, თუ 2007 წლის პირველ სამ კვარტალში ჯამში 384 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, 2017 წელს ანალოგიურ პერიოდში -331 მილიონი იყო.

მიმოხილვის მიხედვით, ჯამში ფულადი გზავნილების მოცულობა 10 წლის განმავლობაში 166%-ითაა გაზრდილია. ყველაზე მეტი ფულადი გადმორიცხვა კი ქვეყანაში 2013 წელს დაფიქსირდა 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობით. ამ მაჩვენებელმა, მაშინ მშპ-ს 10,5% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები