„ჩემთვის პროკურატურის განცხადება ცოტათი მოულოდნელი იყო იმის ფონზე, თუ რა მოხდა 2 დღის წინ პარლამენტში, როდესაც თითქმის ყველაფერი კეთდებოდა, რომ რაც შეიძლება ნაკლები დეტალი გამჟღავნებულიყო, თიბისისთვის ნაკლები ზიანის მისაყენებლად. დღეს კი ყველაფერი გაკეთდა, რომ პროკურატურას ეჩვენებინა, მართლაც სერიოზულ დანაშაულს აქვს ადგილი და საფუძვლიანია გამოძიება ბანკის და აქციონერების წინააღმდეგ.
თუ ვინმე შეიძლებოდა დაზიანებულიყო მსგავსი ტრანზაქციით, ეს იქნებოდა ბანკის სხვა აქციონერები, მე როგორც ვიცი მათ არანაირი პრეტენზია არ აქვთ ამ სიტუაციაში არც ბანკის მიმართ, არც მამუკას და ბადრის მიმართ. ცოტა უცნაურია პროკურატურის თავგამოდება და ნიანგის ცრემლებს მაგონებს ეს ყველაფერი“ - აღნიშნავს ბედინეიშვილი.
მისივე განმარტებით, საჭიროება იმის, რომ 10 წლის წინანდელი ტრანზაქცია „ამოქექილიყო“ და ინვესტორები დაგვეფრთხო არ არსებობდა.
„რაც ვიცით, ის უფრო მეტ კითხვას აჩენს, რაღაც შერჩევითობაზეა ლაპარაკი. აუცილებლობას, რომ ეს 10 თუ 12 წლის წინანდელი ტრანზაქცია ახლა ამოქექილიყო და ამაზე ლამის ფსონზე დაგვედო მთელი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა და დაგვეფრთხო ინვესტორები, ამის საფუძველს ვერ ვხედავ.
მთავარი შთაბეჭდილება, რაც იქმნება არის ის, რომ ხდება მოუქნელი კოორდინაცია სებ-ს, მთავრობასა და ბიძინა ივანიშვილს შორის“ - განმარტავს ბედინეიშვილი.

























