მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მობილური ტელეფონი - რეიტინგი

მობილური

2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოში მობილურ ტელეფონებს 7.1 მილიარდი ადამიანი, ანუ დედამიწის მოსახლეობის 90% იყენებს. შესაბამისად, ეს მოწყობილობაც წლიდან წლამდე ვითარდება და თანამედროვე სმარტფონებს, შეიძლება ითქვას, რომ საერთო არაფერი აქვთ მათ აგურისებრ წინამორბედებთან.

Yahoo Finance-ისა და ტექნოლოგიური ანალიტიკის ორგანიზაცია Omdia-სა მონაცემებზე დაყრდნობით, VisualCapitalist-მა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მობილური ტელეფონების რეიტინგი შეადგინა, რომლის თანახმადაც ყველაზე პოპულარული მობილურების წარმოება კომპანიებმა დიდი ხანია, რაც შეწყვიტეს. ბოლო წლებში გამოსული სმარტფონებიდან კი TOP 10-ში ვერც ერთი მოხვდა.

ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მობილური ტელეფონი არც მეტი არც ნაკლები, ყველასათვის საყვარელი Nokia 1100-ია, რომლის წარმოებაც კომპანიამ 2009 წლიდან შეწყვიტა, თუმცა 2003-05 წლებში გამოშვებული მობილური მომხმარებლებმა 250 მილიონჯერ შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ Nokia 1100 იმ დროს გამოვიდა, როდესაც ბაზარზე სმარტფონები უკვე იყო ხელმისაწვდომი, ამ მოდელის ფასმა, ზომამ და ფუნქციონალმა Nokia-ს დიდი კომერციული წარმატება მოუტანა. მას მცირედით ჩამორჩება იმავე ხაზის მოდელი Nokia 1110, რომლის 248 მილიონი ერთეული გაიყიდა.

ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მობილური ტელეფონების ათეული კი ასე გამოიყურება:

10. iPhone XR/XS/XS Max - 151 მილიონი
9. iPhone 11/11 Pro/11 Pro Max - 159 მილიონი
8. iPhone 7/7 Plus - 160 მილიონი
7. Nokia 3210 - 161 მილიონი
6. iPhone 5s - 165 მილიონი
5. iPhone 6S/6S Plus - 174 მილიონი
4. Nokia 105 series - 200 მილიონი
3. iPhone 6/6 Plus - 222 მილიონი
2. Nokia 1110 - 248 მილიონი
1. Nokia 1100 - 250 მილიონი

სრულ რეიტინგში, რომელიც 20 პოზიციისგან შედგება, Nokia და iPhone, შეიძლება ითქვას, მხარდამხარ ასპარეზობენ. გამონაკლისი მხოლოდ მე-11 და მე-17 პოზიციებია, რომლებსაც, შესაბამისად, Samsung E1100 და Motorola Razr V3 იკავებენ.

რაც შეეხება თანამედროვე სმარტფონების კონკურენციას, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ Apple vs Samsung ბრძოლაში ყოველწლიურად Apple იმარჯვებს, რადგან წლის ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების რეიტინგში iPhone დომინირებს. Omdia-ს ინფორმაციით, 2023 წლის ბესტსელერებში პირველი 4 პოზიცია სწორედ Apple-ის სმარტფონებს უკავიათ.

თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ კორეული გიგანტი Samsung-იც არანაკლებ წარმატებულია, ორი კომპანიის ბიზნესმოდელები კი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. გარდა ამისა, თუ აშშ-ის სმარტფონების ბაზრის 52%-იანი წილი Apple-ს ეკუთვნის, გლობალურად ეს მაჩვენებელი 19%-ს უდრის და ჩამორჩება Samsung-ის 22%-იან წილს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები