moviepredators-მა გასული წლების ყველაზე ძვირადღირებული ფილმების სია შეადგინა.
კარგი ფილმის გადასაღებად ბევრი ფულია საჭირო, თუმცა ზოჯგერ “ბევრი” იმდენად ბევრია, რომ მასშტაბების შესაფასებლად თავად ჰოლივუდშიც ცალკე სიებს ადგენენ.
„ტიტანიკი“
„ტიტანიკი“ ძირადღირებული ფილმია. მის გადასაღებად ჯამში, 200 მილიონი დოლარი დაიხარჯა. თუმცა აქ საგულისხმოა, რომ 150 მილიონი დოლარი დაჯდა მხოლოდ ერთი მოწყობილობა რომლის დახმარებითაც, შეჯახების სცენას იღებდნენ. ტექნიკა იმდენად ძირადღირებული იყო, მსახიობებს დუბლირების უფლება არ ჰქონდათ. ერთი და იგივე კადრი რეჟისორმა რამდენიმე კუთხიდან გადაიღო და მხოლოდ ერთხელ. ხარჯის მიუხედავად „ტიტანიკმა“ მის შემქმნელებს მასშტაბური შემოსავალი მოუტანა.
„კინგ კონგი“
ამ ფილმს 207 მილიონდოლარიანი ბიუჯეტი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი გეგმით „კინგ კონგის“ გადასაღებად მხოლოდ 100 მილიონი იყო გათვლილი, გადაღებისას ხარჯმა 200 მილიონს გადააჭარბა. ფილმი გრძელი გამოვიდა და ამის მიუხედავად, მაინც კარგი შემოსავალი მოიტანა. შემოსავლიანობის ძირითადი განმსაზღვრელი კი, ის სპეცეფექტები გახდა, რომელიც იმ დროისთვის სიხალეს წარმოადგენდა.
„ავატარი“
ავატარის გადასაღებად 237 მილიონი დოლარი დაიხარჯა. სპეცეფექტები, რომელიც ამ ფილმისთვის გამოიყენეს სკულპულოზური სიზუსტით შესრულდა და იქამდე არც ერთ რეჟისორს არ გამოეყენებინა. მაღალშემოსავლიანი “ავატარისთვის” ძვირადღირებული მსახიობები, ცნობილი სცენარისტები და რეჟისორები იყვნენ მობილიზებულები და შედეგმაც არ დააყოვნა.
„მოჩვენება“
ამ ფილმის ბიუჯეტი $245 მლნ იყო. როგორც ონლაინ გამოცემა წერს, ჯეიმს ბონდს დიდი ბიუჯეტის ფილმებზე მუშაობა არასოდეს უჭირს.
„შურისმაძიებლები“
ფილმი $250 მლნ დაჯდა. “შურისმაძიებლებში” ბიუჯეტის ზომა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა; ერთი ის, რომ მაღალანაზღაურებადი მსახიობები გადაიღეს და მეორე - ეფექტები, გადასაღები ადგილები და გამოყენებული ვერტმფრენები სხვა ყველაფერთან ერთად დიდ ხარჯებს მოითხოვდა. ხარჯი გამართლებული აღმოჩნდა - ფილმის შემოსავალმა 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„ადამიანი ობობა -3“
მისმა ბიუჯეტმა $258 მილიონი შეადგინა. მიუხედავად დიდი ხარჯისა, მაყურებელს „ადამიანი ობობას“ ისტორია პირველი ორი ფილმის შემდეგ უკვე მობეზრებული ჰქონდა და კინოგაქირავებაში მას წარმატება არ ჰქონია.
„რაპუნცელი“
ანიმაციური ფილმი 260 მილიონ დოლარამდე დაჯდა. ძირითადი ხარჯი რამდენიმე რიმეიქის გამოსასყიდი თანხა იყო. ჯამში “რაპუნცელი” მაყურებელმა კარგად მიიღო და მის შემქმნელებს კარგი შემოსავალიც მოუტანა.
„ჯონ კარტერი“
ჯონ კარტერი დისნეის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩავარდნა იყო. მიუხედავად იმისა რომ მის შემქმნელებს ფული არ დაუზოგიათ და 268 მილიონი დოლარი დახარჯეს შემოსავალი მხოლოდ 200 მილიონი დოლარი იყო.
„წყლის სამყარო“
ამ ფილმის გადასაღებად 271 მილიონი დოლარი დაიხარჯა, თუმცა ვერც გაყიდვების შედეგებით ვერ დაიკვეხნის და მის მიმართ შენიშვნები არც კინოკრიტიკოსებს დაუშურებიათ.
„კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ სანაპიროზე“
„ჯეკ ბეღურას“ ამ ისტორიის გადაღება 397 მილიონი დოლარი დაჯდა. რა თქმა უნდა, მის ღირებულებას ჯონი დეპის მონაწილეობა განსაზღვრავდა და მაყურებელზეც შესაბამისი შთაბეჭდილება იქონია.

























