ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომრების ფასი ნაჩვენებია 5-6 იანვრის პერიოდისთვის. 1 ღამის ფასი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით, კურსით $1 = 2,66 ლარს.
1) Biltmore
ფასი - 9945 ლარი
ნომერი - როიალ სიუტი
ფართობი - 220 კვ.მ
მდებარეობა - თბილისი
სერვისი: ნომერი სასტუმროს 32-ე სართულზე მდებარეობს. აერთიანებს 2 საძინებელს, აბაზანას ჯაკუზით, მისაღებ ოთახსა და სამუშაო სივრცეს.
2) Hotels & Preference Hualing
ფასი - 7300 ლარი
ნომერი - პრემიერ სუიტი
ფართობი - 159 კვ.მ
მდებარეობა - თბილისი
სერვისი: ნომერი სასტუმროს მეათე სართულზე მდებარეობს და მოიცავს მისაღებ ოთახს ბუხრით, საძინებელ ოთახს, საშხაპეს, საუნასა და ჯაკუზის.
3) Ambassadori
ფასი - 6136 ლარი
ნომერი - როიალ სუიტი
ფართობი - 420 კვ.მ.
მდებარეობა - თბილისი
სერვისი: ნომერი სასტუმროს მეხუთე სართულზეა განთავსებული და მასში ერთდროულად 7 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ნომრის დეკორაციები მას რენესანსის ეპოქის იერს აძლევს.
4) Sheraton
ფასი - 4640 ლარი
ნომერი - პენტჰაუსი
ფართობი - 303 კვ.მ
მდებარეობა - ბათუმი
სერვისი: სასტუმროს ბოლო სართული სრულად პენტჰაუსს უკავია, რომელიც აერთიანებს სამ საძინებელს, მისაღებ ოთახსა და სამზარეულოს.
5) Marco Polo
ფასი - 4550 ლარი
ნომერი - საპრეზიდენტო სუიტი
ფართობი - 80 კვ.მ
მდებარეობა - გუდაური
სერვისი: დუპლექსის ტიპის ნომერი აერთიანებს საძინებელ, მისაღებ და სააბაზანო ოთახებს.
6) Radisson Blue
ფასი - 4271 ლარი
ნომერი - ბიზნესლუქსი
ფართობი - 110 კვ.მ
მდებარეობა - თბილისი
სერვისი: ნომერი სასტუმროს მეთექვსმეტე სართულზეა განთავსებული. ის აერთიანებს როგორც საძინებელ, ასევე მისაღებ, საკონფერენციო ოთახსა და სამზარეულოს.
7) Wyndham
ფასი - 3900 ლარი
ნომერი - საპრეზიდენტო სუიტი
ფართობი - 200 კვ.მ.
მდებარეობა - ბათუმი
სერვისი: ნომერი მისაღებ, საძინებელ და სამზარეულო სივრცეს აერთიანებს.
8) Marriott
ფასი - 3281 ლარი
ნომერი - საპრეზიდენტო
ფართობი - 146 კვ.მ.
მდებარეობა - თბილისი
სერვისი: საპრეზიდენტო ნომერი სასტუმროს მეექვსე სართულზეა განთავსებული, ის აერთიანებს მისაღებ და საძინებელ ოთახს, ასევე ვერანდას.
9) Borjomi Likani & Spa
ფასი - 3120 ლარი
ნომერი - საპრეზიდენტო
ფართობი - 163 კვ.მ
მდებარეობა - ბორჯომი
სერვისი: ნომერი მისაღებთან და საძინებელთან ერთად აერთიანებს სამზარეულოს და ტერასას. ნომრის მომსახურებაში შედის სასტუმროს სპა სერვისებით ულიმიტო მომსახურება.
10) Hilton
ფასი - 3115 ლარი
ნომერი - საპრეზიდენტო სუიტი
ფართობი - 191 კვ.მ
მდებარეობა - ბათუმი
სერვისი: ნომერი სასტუმროს მეცხრამეტე სართულზეა განთავსებული. ის ორ საძინებელს, ორ სააბაზანოს, ტერსასა და სამზარეულოს აერთიანებს.
წყარო: forbes.ge

























