მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

10 ყველაზე ზარალიანი ტერორისტული თავდასხმა ისტორიაში

59be141a60dc8
BM.GE
17.09.17 14:40
19627
ტერორიზმი ყველაზე დიდი საფრთხეა მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ. ტერორისტული აქტების ყოველთვის მაღალ ხარჯებს იწვევს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ქონების აღდგენისთვის. ყოველივე ამას უშუალო ზეგავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე. მოკლევადიანი ზარალი ძირითადად ადგილობრივ ბაზრებზე აისახება, თუმცა იგი, რა თქმა უნდა, გლობალურ ეკონომიკაზეც უარყოფითად მოქმედებს. ტერორისტული შეტაკებების შედეგები ეკონომიკაზე პირდაპირ და არაპირდაპირ აისახება.

უპირველესად, აღსანიშნავია ტერორისტული აქტის პირდაპირი ეკონომიკური ხარჯები, რომელიც მოიცავს ზარალს, მთავრობას, აღდგენისა და სადაზღვევო ხარჯებს, ტერორიზმთან ბრძოლის ხარჯებს, დაზარალებულთა რეაბილიტაციასა და სხვა ხარჯებს, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს დაზარალებული სახელმწიფოს ეკონომიკას. გარდა ამისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია არაპირდაპირი ხარჯები, რომელიც აშშ დოლარის ვარდნასა და ნავთობის ფასებთან არის დაკავშირებული.

მსოფლიოში ყველაზე დიდ ისტორიულ ტერაქტად ნიუ-იორკის 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმა ითვლება. იგი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ფართომასშტაბიანი, დესტრუქციული და ძვირადღირებული ტერორისტული თავდასხმა. ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო ავიალაინერი შეიპყრეს, ორმა მათგანმა გეზი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებისკენ აიღო, ორი კი სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრა - პენტაგონისა და სავარაუდოდ, თეთრი სახლის ან კაპიტოლიუმის მიმართულებით. ერთის გარდა ყველა თვითმფრინავმა დასახულ სამიზნეს მიაღწია.

ტერაქტს 2977 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 343 მგზავრი ად 60 პოლიციელი. დაღუპულად ითვლება ასევე 19 ტერორისტი.

წარმოგიდგენთ ისტორიაში განხორციელებულ 10 ყველაზე მასშტაბურ და ზარალიან ტერორისტულ თავდასხმას:

1.ნიუ-იორკის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი. ეკონომიკური ზარალი: $3ტრილიონი; 

2.ლონდონში 1993 წლის 24 აპრილს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა. ეკონომიკური ზარალი: 1.2 მილიარდ დოლარზე მეტი;

3.1996 წლის 15 ივნისის აფეთქება მანჩესტერში. ეკონომიკური ზიანი: $966 მილიონი; 

4.ლონდონში 1992 წლის 10 აპრილს The Baltic Exchange Ltd ბირჟაზე განხორციელებული ტერორისტული აქტი. ეკონომიკური ზარალი: $2.2 მილიარდზე მეტი;

5.2005 წლის 7 ივლისის ლონდონის ტერაქტი. ეკონომიკური ზარალი: $ 1.2 მილიარდზე მეტი;

6.1993 წლის 26 თებერვალი – ტერორისტული აქტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე. ეკონომიკური ზარალი: $810 მილიონი;

7. 2001 წლის 24 ივლისში შრი-ლანკის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტი. ეკონომიკური ზარალი: $517 მილიონი; 

8.ლონდონის დოკლენდის მეტროსთან ახლოს მომხდარი აფეთქება. ეკონომიკური ზარალი: $336 მილიონი; 

9.1970 წლის 12 სექტემბერს იორდანიაში გატაცებული თვითმფრინავი - ცნობილი "შავი სექტემბერი" - ეკონომიკური ზარალი: $165 მილიონი;

10.2008 წლის ინდოეთის ქალაქ მუმბაის ტერაქტი. ეკონომიკური ზარალი: $149 მილიონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები