მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

10-ზე მეტი განაშენიანების გეგმა რევიზიას დაექვემდებარება

5b3e24baa4ed9
ელენე გოგბერაშვილი
05.07.18 18:20
876

10-ზე მეტ განაშენიანების გეგმას, რომელიც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ არის შეთავაზებული, რევიზია ჩაუტარდება. ამის შესახებ bm.ge-ს თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განუცხადა.

„ეს არ არის კატასტროფულად დიდი რაოდენობის განაშენიანების რეგულირების გეგმები, თუმცა განაშენიანების შემთხვევაში ახალ საფრთხეებს წარმოქმნიან დედაქალაქისთვის. სწორედ ამიტომ, ისინი რევიზიას დაექვემდებარებიან. აქ არის გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანება, ჟვანიას ქუჩაზე ფერდობის პრობლემა, არის კიდევ 10-ზე მეტი ლოკაცია, რომელიც გადახედვას საჭიროებს. საუბარია ვაშლიჯვარში, ტაბახმელაში გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე და ა.შ. რიგ შემტვევაში საუბარია განაშენიანების შეუთავსებლობაზე, რადგან კორექტორზეა პოტენციური მშენებლობა, რიგ შემთხვევაში შეუთავსებლობაა დატბორვის არეალთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევაში შეუთავსებლობაა იზოლაციასთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევაში განაშენიანებას აკლია მწვანე სივრცე და ეს ექვემდებარება კორექციას “-აცხადებს მაია ბითაძე.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები