მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100 ბრენდი, Cavea, OkTopUs, ბოულინგი... - ბათუმის Grand Mall-ი ახალი წლიდან 100%-ით დაიტვირთება

Grand Mall

100 ბრენდი, Cavea-ს პირველი კინოთეატრი ბათუმში, ფიტნეს ცენტრი OkTopUs, კვების ობიექტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბოულინგი - ეს იმ აქტივობების ჩამონათვალია, რომელსაც ბათუმში მიმდინარე წლის სექტემბერში გახსნილი Grand Mall-ი მისულ სტუმრებს სთავაზობს.

22 მლნ ევროს ინვესტიციით კომპანია „ბათუმი გრანდ მოლმა“ ზღვისპირა ქალაქში კომპლექსური სავაჭრო ცენტრი „საქართველოს ბანკთან“ და EBRD-თან პარტნიორობით გახსნა. როგორც Grand Mall-ის დირექტორი რეზო მახარაძე „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, პროექტმა წარმატება და აღიარება მალევე მოიპოვა და დღეისთვის ის 100%-ით დატვირთულია.

„Grand Mall-ის შენობის ფართობი 50 000 კვ.მ-მდეა, მაგრამ გასაქირავებელი ფართი, 24 500 კვ.მ-ია. დღეისთვის აქ უკვე 100-ზე მეტი მაღაზიაა, მათ შორის საერთაშორისო ბრენდები, რომლებზეც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა იყო. სამ მაღაზიაში დეკემბრის ბოლომდე სამუშაოები მიმდინარეობს და ახალი წლიდან მოლის 100%-ით დაიტვირთება.

შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ ეს იყო ის, რაც ჩავიფიქრეთ. ჩვენი მიზანი იყო, სავაჭრო ცენტრი მხოლოდ საშოპინგო ადგილი არ ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ ეს იქნება შეხვედრების ადგილი ჩვენი მომხმარებლისთვის და არა მხოლოდ მათთვის. ნებისმიერ შემოსულ სტუმარს შეუძლია მიიღოს მრავალფეროვანი მომსახურება კვების მიმართულება იქნება ეს, ფილმებიც ჩვენება, გართობა თუ სხვა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მოლი მომხმარებლისთვის ერთგვარი მიზიდულობის ადგილი გახდეს“, - აღნიშნავს რეზო მახარაძე.

Grand Mall-ის დირექტორის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების იდეა კომპანიას 2017 წელს, ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა, როდესაც აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ მიწის პრივატიზების პირობიანი აუქციონი გამოაცხადა, რომელშიც „ბათუმი გრანდ მოლმა“ გაიმარჯვა. ადგილობრივ და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშრომლობის შემდეგ პროექტიც შედგა და მისი მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვების მიუხედავად, 2022 წელს დასრულდა. ბოლო ერთწლიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ კი 2023 წლის შემოდგომაზე Grand Mall-ი ოფიციალურად გაიხსნა.

"საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი ნინო გერგედავა „საქმიან დილასთან“ აღნიშნავს, რომ მათთვის ბათუმში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის პროექტის მხარდაჭერა თავიდანვე საინტერესო აღმოჩნდა, რაშიც 2022 წელს EBRD-იც ჩაერთო.

„ბათუმს სჭირდებოდა ისეთი კომპლექსი, როგორიც გრანდ მოლია. პროექტის წარმატებაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავით და იდეასაც ნდობა დასაწყისშივე გამოვუცხადეთ“, - აღნიშნავს ნინო გერგედავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები