მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100 ევროდ რომ თავისუფლად გადაადგილდებით ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა - ღარიბაშვილი მედიას

64672611a92b3
მარიამ იზორია
19.05.23 11:30
711
ველოდოთ თუ არა ევროკავშირისგან კიდევ ერთ უარს, მას შემდეგ, რაც რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისები აღდგა? - ჟურნალისტის ამ შეკითხვას ქვეყნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს. პრემიერის განმარტებით, არასწორად ხდება რუსეთის ამ გადაწყვეტილებების ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირება.

მისივე განცხადებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით, არც ერთ ხელისუფლებას იმაზე მეტი არ გაუკეთებია, ვიდრე „ქართულ ოცნებას“.

„ვფიქრობ, არასწორად აკავშირებთ ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება რუსეთთან თუნდაც ვაჭრობის გააქტიურებას, ავიამიმოსვლას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა და აგიხსნით რატომ.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთთან ვაჭრობას და ეკონომიკას არ ვაჩერებთ, რადგან ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს. მეორე მიმართულება ქვეყნის ევროინტეგრაციაა, რაშიც ჩვენ ხელისუფლებაზე მეტი არავის გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუ ვინმემ რამე შედეგი მოუტანა ამ მხრივ ქვეყანას, ეს მოიტანა ქართულმა ოცნებამ, ასოცირება, უვიზო რეჟიმი თქვენ, რომ გადაადგილდებით თავისუფლად ევროპაში ეს ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სწორად, ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი, ჩვენ რომ დავემორჩილოთ მათ პოლიტიკას წევრი უნდა ვიყოთ მაგრამ ჯერ არ ვართ. ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში, ამაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი“ - აღნიშნავს პრემიერი.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საფრთხე არ შეექმნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები