მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100-მდე კლინიკა ზურაბ აზარაშვილს ერთობლივი წერილით მიმართავს

BM.GE
13.07.22 16:58
406
საქართველოში მოქმედი კლინიკები ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს ერთობლივი წერილით მიმართავს. განცხადებას ხელს 100 კლინიკა აწერს. განცხადებაში საუბარია იმ პრობლემების შესახებ, რომლის წინაშეც ჯანდაცვის სექტორი სამინისტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა. კლინიკები განცხადებაში საუბრობენ 520-ე დადგენილების შესახებაც, რომელიც მთავრობამ 2019 წელს მიიღო. კლინიკები აცხადებენ, რომ ამ დადგენილების პირობებში მათი მდგრადი ფინანსური საქმიანობა რისკის წინაშე დგას, რადგანაც სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ტარიფები მათ ხარჯებს ვერ ფარავს. განცხადების მიხედვით, თუკი მაგალითად მეორე, მესამე დონის რეანიმაციული საწოლი დღეში სახელმწიფოს მიერ 440 ლარით არის განსაზღვრული, კლინიკებისთვის მისი რეალური თვითღირებულება 730 ლარია. 

სტუმარი: ზურაბ ქიტოშვილი - "ჯეო ჰოსპიტალსის" დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები