მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100 მეწარმე ქალს სრულიად უსასყიდლოდ მოვემსახურებით - “ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“

64147cd2f27d5
BM.GE
19.03.23 23:00
685
“ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მარტში 100 მეწარმე ქალს სრულიად უსასყიდლოდ მოემსახურება - ამის შესახებ ასოციაციის თანადამფუძნებელმა თეა ადუაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა.

„პროექტი „100 მეწარმე ქალის მხარდასაჭერად“ მოიცავს ქალების მხარდაჭერასა და პროფესიული მიმართულებით განვითარებას.

„მესამე წელია ამ პროექტს ვახორციელებთ, მისი მთავარი მიზანია სხვადასხვა უსასყიდლო მომსახურება ქალი მეწარმეებისთვის, კერძოდ: საშემოსავლო დეკლარაციის მომზადება და ქონების დეკლარაციის დეკლარირება, გარდა ამისა, პროექტში ჩართულნი არიან ჩვენი იურისტები და აუდიტორები, რომლებიც ქალბატონებს მარტის თვეში უსასყიდლო საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ“, - განმარტა დამფუძნებელმა.

ამასთან, დამფუძნებელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასოციაცია 2023 წლისთვის რამდენიმე საერთაშორისო პროექტს ჩაატარებს.

„მიმდინარე წლის მთავარი გეგმაა საერთაშორისო პროექტების განხორციელება, გვინდა დავაორგანიზოთ ისეთი შეხვედრები და ტრენინგები, რომლებიც ქალებისთვის და ჩვენი ასოციაციის წევრებისთვის გამოსადეგი იქნება. პროექტის მთავარი მიზანია პროფესიულად გადამზადებული და განვითარებული კადრები შევძინოთ საქართველოს ამ ქალბატონების სახით“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, “ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 2020 წელს ორმა ქალბატონმა დააფუძნა, ასოციაცია მარტში პროექტს „100 მეწარმე ქალის მხარდასაჭერად“ გამართავს, პროექტის სარეგისტრაციო ფორმის ნახვა ასოციაციის ფეისბუქ პლატფორმაზეა შესაძლებელი და რეგისტრაციის დრო 20 მარტამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები