მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა

61ee53b1b08e8
BM.GE
24.01.22 11:21
972
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად კიდევ ერთი ახალი ინიციატივა წამოიწყო და ბიზნესკლიენტებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ, ფეისბუქზე ონლაინმაღაზია შექმნა.

ფეისბუქ მაღაზიაში ტერაბანკის 100 ბიზნესკლიენტის მიერ წარმოებული მრავალფეროვანი პროდუქცია თუ მომსახურებაა თავმოყრილი. ონლაინპლატფორმის დახმარებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, დაათვალიეროს ჩამონათვალი, შეარჩიოს კომპანია და, სურვილის შემთხვევაში, თავად დაუკავშირდეს მას.

ინოვაციური და ამავდროულად ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი ფეისბუქ მაღაზიის მიზანია, არა მარტო გაზარდოს წარმოდგენილი ბიზნესების ცნობადობა და, შესაბამისად, მომხმარებლების რიცხვი, არამედ ერთმანეთთან დააკავშიროს ისინი და ამგვარი ურთიერთმხარდაჭერით, კიდევ უფრო შეუწყოს ხელი მათი საქმიანობების წარმატებას.

„ამ ინიციატივით ბიზნესკლიენტების ხელშეწყობას კვლავაც ვაგრძელებთ და ნებისმიერ ადამიანს საშუალებას ვაძლევთ, არა მარტო აღმოაჩინოს 100 ქართული ბიზნესი, არამედ ჩვენთან ერთად გახდეს მათი წარმატების თანამონაწილე. პერსპექტივაში ეს პროექტი არა მარტო კონკრეტული კომპანიების, არამედ მთლიანად ტერაბანკის სტრატეგიული სეგმენტისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი სექტორის - მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ნიშნავს“, - აღნიშნავენ ტერაბანკში.

პანდემიამ და მისმა გამოწვევებმა ონლაინგაყიდვები და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კიდევ უფრო აქტუალური გახადა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, მათ სიახლეების დანერგვისთვის საჭირო და საკმარისი რესურსი ხშირად არ აქვთ. ონლაინმაღაზიაზე არჩევანი ტერაბანკმა სწორედ ამიტომ შეაჩერა. გადაწყვეტილება თავად ბიზნესკლიენტების ინტერესებსაც დაეფუძნა.

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ამ მიმართულებით ბანკმა არაერთი ინიციატივა და კამპანია განახორციელა. მათ შორის იყო „ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად“, რომელიც 2021 წელს, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს გამარჯვებული ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში - მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში - გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები