მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100-წლიანი ხელშეკრულების 49-ად გადაკეთება პრობლემას ვერ გადაჭრის - გოლეთიანი მთავრობას

60c0c2ffdedb2
ინგა მურუსიძე
09.06.21 17:42
8959
"რიონის ხეობის მცველების" ლიდერ ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მთავრობის წარმომადგენლები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ რომ გუნდში საკითხთან დაკავშირებით საერთო პოზიცია არ აქვთ. 

ამ განცხადებით გოლეთიანი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს. 

ვარლამ გოლეთიანის თქმით, პრემიერისთვის კრიტიკულად შეუსაბამოა გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო ნათია თურნავა მას არ ეთანხმება.

გარდა ამისა, რიონი ხეობის მცველი მიიჩნევს, რომ ინვესტორთან მოლაპარაკებების გასამართად მისვლამდე მთავრობის წევრები იმ ადამიანებთან უნდა მისულიყვნენ, ვინც ეს პრობლემა დააყენა.

„საკითხს დაარქვეს პრობლემური, თუმცა მათ, ვინც ეს პრობლემა დავსვით და საკითხი პრობლემად წარმოვაჩინეთ, მათ არ გვესაუბრებიან. ახლა იმის იმედად თუ არიან, რომ პროექტში 100 წელს 49 წლად გადააკეთებენ და მხოლოდ ეს იქნება საკმარისი, არასწორი მიდგომაა. მთავრობა ჯერ ჩვენ უნდა შეგვხვედროდა“, - განაცხადა გოლეთიანმა.

ცნობისთვის: რამდენიმე წუთის წინ "ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია ENKA-ს ქართველი დირექტორი მერაბ ლომინაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას განცხადებითვე გამოეხმაურა, რომელშიც ის ადასტურებს მოლაპარკებების მიმდინარეობას. "როგორც კი <მოლაპარაკებები> რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო", - აცხდებს მერაბ ლომინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები