მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1,000 კმ ერთი დამუხტვით – TOYOTA ინოვაციური ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს

64885320b65cf
გიორგი თოლორდავა
13.06.23 15:36
3393
იაპონურმა გიგანტმა Toyota-მ ელექტრიფიკაციის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელიც ახალი თაობის ბატარეებისა და ელექტრომობილების გამოშვებას ითვალისწინებს.

Toyota-ს განცხადებით, 2026 წლისთვის კომპანია ახალ ქარხანას ააშენებს, რომლის მიზანიც შემდეგი თაობის ელექტრომობილების წარმოება იქნება, თავად ეს მანქანები კი ერთი დამუხტვით 1,000 კილომეტრის გავლას შეძლებენ, რაც ინდუსტრიის უმაღლეს სტანდარტთან შედარებით თითქმის ორჯერ დიდი მაჩვენებელი იქნება. შედარებისთვის გეტყვით, რომ Tesla-ს ყველაზე მძლავრი მოდელები ამჟამად მხოლოდ 500 კილომეტრის გავლას ახერხებენ ერთი დამუხტვით.

როგორც Toyota-ს წარმომადგენლობა განმარტავს, ბატარეების წარმოების ტექნოლოგიაში იაპონელმა ინჟინრებმა ინოვაციური მეთოდების დანერგვა შეძლეს, რისი მეშვეობითაც ბატარეების მოცულობისა და გამძლეობის დრამატულად გაზრდა გახდა შესაძლებელი.

2026 წლისთვის Toyota 1.5 მილიონი ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს, 2030 წლისთვის კი წარმოების მაჩვენებელი 3.5 მილიონ ერთეულს მიაღწევს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები