„ვალების ჩამოწერა ნორმალური პრაქტიკაა, თუ იქ არ მიდის კორუფცია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებტან შეხვედრისას. საკუთრების თემაზე საუბრისას კი მან პარალელი ვანო ჩხარტიშვილთან გაავლო და ამ კუთხით, TBC ბანკთან დავა გაიხსენა.
„ვანო ჩხარტიშვილმა მოახერხა და იმ სფეროს დაუწყო ჩემზე კარგად ყურება, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ. ხალხური სიმღერა და პოლიფონია ჩვენი კულტურის ძვირფასი წარმომადგენელია, მან გახსნა ფოლკლორის სახლი, რომლის გახსნაზეც მე ვერ მივედი.
პატივი ვეცი ამ კაცს, რომ ესეთი სასახლე დააარსა. სხვა დანარჩენი დამოკიდებულებები, მაგალითად პატარკაციშვილებთან და თიბისი-სთან დავა. პირველი ინსტანცია ჩხარტიშვილს მოგებული ჰქონდა, ერთადაც დამიჯენია ისინი და ჩხარტიშვილმა 100-ით 0 მოუგო მათ, იჯდა ხაზარაძე და ჯაფარიძე. ქართული სასამართლო ძალიან გამაგრდა და გამყარდა ჩვენი მოსვლის შემდეგ. ჩემი მუდარა, ხვეწნა და მუქარაც იყო ის, რომ სასამართლოს არ აქვს ისეთი ხერხემალი რომ გამოვიდეს და საზოგადოებას დაუმტკიცოს რომ შენ მოუგე თიბისი ბანკს, არაბებს, პატარკაციშვლებს...
მე მადლობა შემიძლია გადავუხადო ამ მხრივ ჩხარტიშვილს. ჩვენი ურთიერთობისგან მას ზარალის მეტი არ მიუღია. მე ვთავაზობდი, რომ ჩემი ფულით დაგეხმარებით, ბევრს დავხმარებივარ ნაცვლად იმისა რომ სახელმწიფო და ქვეყანა არ დაეზრალებინათ. ვინ დაზარალდა ამ დავებიდან? - დაზარალდა ჩხარტიშვილი“, - განაცხადა ივანიშვილმა.