მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ველოდებით, რთველი გრძელდება - Schuchmann Wines Georgia

ნუცა აბრამიშვილი

კომპანია Schuchmann Wines Georgia, რომელსაც კახეთში საკუთარი ვენახი აქვს, წელს 1000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდება, რაც წინა წლის მაჩვენებელს 60%-ით აღემატება.

როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ Schuchmann Group-ის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, Schuchmann Wines Georgia-ში რთველი ჯერ არ დაუსრულებიათ.

Schuchmann Wines Georgia-ს ვენახები კახეთში 120 ჰა-ზე აქვს გაშენებული.

„მთელ კახეთში რთველი მიმდინარეობს. ყურძნის მოსავლის ნახევარზე მეტი დაბინავებულია. Schuchmann Wines Georgia-ც აბინავებს მოსავალს. აღსანიშნია, რომ შარშანდელთან შედარებით, როცა სეტყვამ ძალიან დაგვაზარალა, წელს კარგი მოსავალი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს უმაღლესი ხარისხის ღვინოები გვექნება“, - აღნიშნა ნუცა აბრამიშვილმა.

Schuchmann Group-ის გენერალური დირექტორის თქმითვე, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას კახეთში საკუთარი ვენახი აქვს, ფერმერებისგან ყურძენს მცირე რაოდენობით ყიდულობს, ისიც მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმში.

„ძირითადად, ტვიშს, ალექსანდროულს, მუჯურეთულს ვიბარებთ, რათა დივერსიფიცირებული პორტფელი გვქონდეს, როგორც კახური, ისე დასავლეთის ჯიშის ღვინოებით“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

რატომ გააშენა Schuchmann Group-მა საკუთარი ვენახი? – „წერტილის“ წამყვანის ამ კითხვაზე პასუხად, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ორი მთავარი მიზეზი გამოყო - ყურძნის ხარისხი და ფასი.

„გამომდინარე იქიდან, რომ Schuchmann Wines Georgia იყო და დარჩება მაღალი ხარისხის კომპანიად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია წარმოების მთლიანი ციკლი - ვენახიდან ღვინის ჩამოსხმადე და რასაკვირველია, მიზანშეწონილი იყო, წარმოების ყველა ეტაპზე გვქონოდა კონტროლი. ღვინო კი, კეთდება ვენახებში. შესაბამისად, კომპანიის პრიორიტეტი იყო საკუთარი ვენახების გაშენება, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღების გარანტია. ფაქტორია {ყურძნის} ფასიც - როცა სრულ ციკლს აკონტროლებ, თავისუფალი ხარ ფასწარმოქმნაში თუ ოპერირების სხვადასხვა ეტაპზე. ეს იყო ჩვენი ამოსავალი“, - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები