მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1000 წუთი - ღონისძიება ამოსუნთქვისთვის, რომელიც ყველას გვჭირდება

64a289df7d7cf
BM.GE
03.07.23 12:53
508
დღე-ღამეში სულ 1440 წუთია, აქედან დაახლოებით 8 საათი ანუ 480 წუთი ძილისთვის გვჭირდება. 1000 წუთი რჩება იმისთვის, რომ იცხოვრო.

დღეში 1000 წუთი გაქვს ყველაფრისთვის: გადაწყვიტო რა ჩაიცვა, რამენაირად საცობებს აცდე, არ დააგვიანო სამსახურში, გაგზავნო ყველა მეილი, ჩაატარო ყველა შეხვედრა და შუალედებში ოჯახთან/შვილთან/შეყვარებულთან/ქრაშთან ურთიერთობაც არ გამოგრჩეს. ერთი ამბიდან მეორე ამბამდე, ერთი დედლაინიდან მეორე დედლაინამდე, ერთი მეგობრიდან მეორე მეგობრამდე მიირბინო ისე, რომ გზად საკუთარი თავიც არ დაგავიწყდეს.

როგორ ვატევთ 1000 წუთში ყველაფერს? ვატევთ კი? და თუ ვატევთ, ეს რის ფასად გვიჯდება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას 9 ივლისს, ბაზალეთის ტბაზე ფსიქოლოგები, სპორტსმენები, მწერლები, რეჟისორები, მუსიკოსები, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ციფრული სფეროს პროფესიონალები ერთად შეეცდებიან.





ღონისძიების ფეისბუქ ივენთი შეგიძლიათ ნახოთ აქ


ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ

ღონისძიება ბაზალეთის ტბასთან მდებარე ახალგახსნილ სივრცეში რელიეფი ბაზალეთზე გაიმართება. დღის 3 საათიდან ღონისძიების სტუმრებს მოდუნებასა და საკუთარ თავზე ზრუნვაში პარტნიორი კომპანიები დაეხმარებიან - სწორი კვების ვორქშოპი, ბიბლიოთეკა ღია ცის ქვეშ, კრივის მასტერკლასი, სახის იოგა, შვებულების სწორად დაგეგმვა და სხვა ღონისძიებები საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება.

6 საათიდან სცენა სპიკერებს დაეთმობა: ზაზა ფაჩულია, შოთა არველაძე, ივა ფეზუაშვილი, მებო ნუცუბიძე, აჩიკო გულედანი, უჩა აბაშიძე, რუსუდან გოცირიძე, ფსიქოლოგები, ბიზნესის, ტექნოლოგიების, ციფრული სფეროს პროფესიონალები ისაუბრებენ სტრესზე, დროის ქრონიკულ დეფიციტზე, ემოციურ გამოფიტვაზე, შფოთვის მაღალ ხარისხზე, სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიების გავლენაზე - ანუ ციფრული ეპოქის ადამიანის გამოწვევებზე, რომლებიც ხშირად გვაწუხებს, მაგრამ რომლებზეც იშვიათად ვლაპარაკობთ





ღონისძიების პარტნიორების არიან: Demlab, Studio 54, ნორვეგიის საელჩო, UNDP, Setanta Sports, SMH Sports, ალმა, Cavea +, apeople, Marketing Hub, Greenish Studio, Heima Production, ფავორიტი, კოლორ ჯგუფი, ჰოლოგრაფ ჰაბი, სულაკაურის გამომცემლობა, Gepherrini, BCA Healthy Club, Fitpass, ნაბეღლავი, St Remy, Monkey Shoulder, ტაატი, იულიუსი, Redbull, IZIPIZI, Giggles, ბალიში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბარამბო, Delfy, TKT.ge.

ეს არ არის ღონისძიება, სადაც ყოფნა უნდა მოასწრო. ეს არის ღონისძიება, სადაც უნდა იყო.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები