მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია

61d0753e86598
BM.GE
01.01.22 19:23
19845
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია "აიცერი და მოიგე" დასრულდა. 31 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასკვნითი გათამაშება გაიამართა, რომელზეც 100,000 ლარი გათამაშდა. დოლურიდან, რომელშიც 1.3 მილიონი ადამიანის მონაცემები იყო მოთავსებული ერთი გამარჯვებულის ნომერი ამოიღეს. პრიზი მოიგო ანამ, ბათუმიდან, გამარჯვებულის შესახებ ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ თქმულა. 

"აიცერი და მოიგეს" გათამაშება 2021 წლის სექტემბერში დაიწყო, გასული პერიოდის განმავლობაში მან მოგების სახით 2.7 მილიონი ლარი გასცა, ფულადი პრიზები 17,055-მა ადამიანმა მიიღო. ლატარია ყოველდღე 150 ერთეულ 100 ლარს და 10 ერთეულ 500 ლარს ათამაშებდა. კვირაში ერთხელ თამაშდებოდა 9 ერთეული 1000 ლარი; 4 ერთეული 1500 ლარი; 3 ერთეული 5000 ლარი და ერთი 10,000 ლარი, 31 დეკემბერს კი 100,000 ლარი გათამაშდა.

ლატარია, რომელიც ყოველდღიურად ათამაშებდა თანხებს ვაქცინაციის წახალისებისთვის შეიქმნა, თუმცა მისი შექმნიდან მალევე აშკარა იყო, რომ ლატარიამ ვაქცინაციაზე მოქალაქეთა მიმართვიანობა ისე ვერ გაზარდა, როგორც ამას მთავრობა მოელოდა. რეალურად ვაქცინაციის დაჩქარება მხოლოდ ნოემბრიდან მოხდა, რაც "მწვანე პასპორტების" სისტემის დაანონსებას და 60 წელს ზემოთ მოქალაქეთა აცრისას მათთვის 200-ლარიანი დანამატების გადაცემას უკავშირდებოდა. 2021 წლის იანვრის ჩათვლით, 50 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება ასევე 200-ლარიან დანამატს მიიღებს. 

აიცერი და მოიგე - საბოლოო გათამაშება:



NCDC-ის მონაცემებით, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ 1 დოზა 1,290,000 ადამიანს, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 44.9%-ს აქვს გაკეთებული. ორმაგად ვაქცინირებულია 1,149,000 ადამიანი, რაც ზრდასრულთა 40%-ია. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, წელს ზრდასრული მოსახლეობის 60% უნდა აცრილიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები