#1001ამბავი: "ჩეკების მაღაზია-საბჭოური უცხოეთი"
- იყო თუ არა სსრკ-ში მაღაზია სადაც ლეგალურად შეიძენდი ბრენდულ პროდუქტს, საქონელს?
- როგორ, სად, ვისთან ყიდულობდა საბჭოთა მოქალაქე უცხოურ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და ა.შ
- ჩეკების თუ ბონების მაღაზია? ასეთი მაღაზია თბილისშიც იყო, " ციცინათელა" ერქვა. ჩეკების მაღაზია თავიდან უცხოელებისთვის, უფრო კი იმ საბჭოთა მოქალაქეებისთვის შეიქმნა ვინც უცხოეთში მიდიოდა მივლინებით, გარკვეული პერიოდი უწევდა მუშაობა ძირითადად აფრიკის აზიისა ქვეყნებში. იქ მიღებულ ანაზღაურებას - ვალუტაში სახელმწიფო ართმევდა და საბჭოთა ფულს ან ჩეკებსა და ბონებს აძლევდა.
- ჩეკები ყველას არ ჰქონდა და ვერც ასეთ მაღაზიებში ვერ შედიოდა.
- ჩეკების მაღაზიებში იყიდებოდა ყველაფერი, ბოლოს აქ უცხოური მანქანაც შეგეძლო გაყიდა.დახლზე იდო მაღალი ხარისხის პროდუქცია, სამაგიეროდ საბჭოთა მაღაზიები ცარიელი იყო ან "დახლ ქვეშ" მიდიოდა ვაჭრობა, ეს რა არის? ეს საბჭოთა ტერმინი და ვაჭრობის მანკიერი სახე იყო.


































