მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1020 კოოპერატივს სტატუსი შეუჩერდა

5ca385857a471
თამუნა ქემერტელიძე
03.04.19 10:00
2263
ათასზე მეტ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სტატუსი შეუჩერდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 1020 კოოპერატივს აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი შეწყვეტილი, თუმცა 11–მა მათგანმა სტატუსი ხელმეორედ მიიღო.

როგორც bm.ge-ს სააგენტოში განუცხადეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში კოოპერატივი აგრძელებს საქმიანობას, თუმცა მისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები და საგადასახადო შეღავათები რითაც სტატუსის მქონე კოოპერატივები სარგებლობენ.

“სააგენტო, მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგს სისტემტიურად ახორციელებს. გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად, მათ ეძლევათ რეკომენდაცია და კანონით დადგენილი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა გამოუსწორებელი ხარვეზების შედეგად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი უწყდებათ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც სტატუსი შეუწყდა, მაგრამ აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, აქვს უფლება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მისაღებად ხელმეორედ მიმართოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს”, -აცხადებენ სააგენტოში.

ამასთან, როგორც სააგენტოში Bm.ge-ს განუცხადეს, დღეის მდგომარეობით, სულ საქართველოში 1123 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოოპერატივები 2014 წლიდან ფუქნციონირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები