მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

11 აპრილის ღონისძიებების ანონსი

ანონსი

11 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების სია შემდეგია:

11:00 საათზე, საქსტატის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს, მემცენარეობის მაჩვენებლებს (2024 წელი, წინასწარი).

12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის ბრიფინგი გაიმართება რძის და რძის პროდუქტების უვნებლობის თემაზე.

10:00 საათზე, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი, 10:00 სთ - 17:00 სთ: 10:00 საათზე, კონსტიტუციის დარბაზში გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა; სხდომაზე განსახილველი საკითხებია: ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება 2003–2012 წლებში; შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესები 2012–2024 წლებში; ამირან (ბუტა) რობაქიძის, ასევე, ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები; სხდომაზე მოწვეულნი არიან ქალბატონი დოდო აფრასიძე, ბატონები - სოსო რობაქიძე, გიორგი ვაშაძე, ნიკანორ მელია, გიორგი აფრასიძე; სხდომის მიმდინარეობა სრულად გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხით და ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით. ასევე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და სოციალურ პლატფორმებზე.

11:30 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.

13:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, სალომე ჯინჯოლავას, ანტონ ობოლაშვილისა და არჩილ გორდულაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"; 2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2024 წლის ანგარიში; 3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2024 წლის ანგარიში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

14:00 საათზე, სპორტის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: სტუდენტების სპორტში ჩართულობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: შოთა ბერუაშვილი - ა(ა)იპ. „საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის” სპორტული პროექტების კოორდინატორი.

15:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის, გიორგი ვოლსკის, თეა წულუკიანის, გიორგი კახიანის, ნინო წილოსანის, შოთა ბერეკაშვილის, მაია ბითაძის, გიორგი გაბუნიას, არჩილ გორდულაძის, ირაკლი ზარქუას, რატი იონათამიშვილის, პაატა კვიჟინაძის, ზაზა ლომინაძის, დავით მათიკაშვილის, ლევან მახაშვილის, გივი მიქანაძის, გელა სამხარაულის, ნიკოლოზ სამხარაძის, ვიქტორ სანიკიძის, ალექსანდრე ტაბატაძის, ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, მარიამ ლაშხის, დიმიტრი სამხარაძის, რამინა ბერიძის, ირმა ზავრადაშვილის, ეკა ჭიჭინაძის, სალომე ჯინჯოლავას, დათო კოდუას, არჩილ ბერიძის, გრიგოლ აბესაძის, ირაკლი შატაკიშვილის, ალექსანდრე დალაქიშვილის, სავალან მირზოევის, ისკო დასენის, დავით შერაზადიშვილისს, აკაკი ალადაშვილის, ზაალ დუგლაძის, ზაურ დარგალის, თორნიკე ჭეიშვილის, ლევან მაჭავარიანის, გიორგი გუგუჩიას, ნოდარ ტურძელაძის, ვლადიმერ ბოჟაძის, ვლადიმერ კახაძის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის, ირაკლი ჭეიშვილის, გიორგი სოსიაშვილის, ლაშა ტალახაძის, ანტონ ობოლაშვილის, სუმბატ კიურეღიანის, ზურაბ რურუას, გრეტა წიწავას, ანზორ ბოლქვაძის, გიორგი ჩაკვეტაძის, ლიკა შარტავას, გიორგი ბარვენაშვილის, შოთა ხაბარელის, ირაკლი ხელაძის, თენგიზ შარმანაშვილის, თორნიკე ბერეკაშვილის, იმედა ნიკურაძის, ბეჟან წაქაძის, ვახტანგ თურნავას, ზვიად შალამბერიძის, გივი ჭიჭინაძის, ირაკლი კირცხალიას, ალუდა ღუდუშაურის, გოდერძი ჩანქსელიანის, გენო პეტრიაშვილის, გიორგი ხახუბიას, გოჩა ენუქიძის, ედიშერ თოლორაიას, გია ბენაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, გიორგი ჭყონიასა და სამველ მანუკიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“, საქართველოს კანონის პროექტების: „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ‐ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტების: „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 2. ლობისტ ზაალ სარაჯიშვილის ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ 3. საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები