11 დასრულებული და სამი მიმდინარე პროექტი - ასე გამოიყურება კომპანია „აპექს დეველოპმენტის“ 11 წლიანი ისტორია ქართულ დეველოპერულ ბაზარზე. სამიდან ორ პროექტს -„აპექს ნუცუბიძეს,“ „აპექს ლისს“ ჩვენი მაყურებელი უკვე იცნობს. „აპექს ლისი“ ლისის ტბიდან 10 წუთის ფეხით სავალ გზაზე შენდება პრემიუმ კლასის დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი კომპლექსია. ის ოთხი 5 სართულიანი ბლოკისგან შენდება და კომფორტული და უსაფრთხო ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ობიექტს აერთიანებს. მათ შორის ტერიტორიაზე იგეგმება 3 500 კვ.მეტრის შიდა ეზოს მოწყობა რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდებისა და უფროსებისთვის.
რაც შეეხება „აპექს ნუცუბიძეს,“ სამი 22 სართულიანი და ერთ 10 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი ნუცუბიძეზე შენდება, რომელიც კომერციულ, საოფისე და საცხოვრებელ ფართებს აერთიანებს და ამ ეტაპზე კომპანიამ მეოთხე ბლოკის გაყიდვები დაიწყო.
სტუმრები:
გიორგი ბაქრაძე - „ აპექს დეველოპმენტი“ კომერციული დირექტორი;
სალომე გუშარაშვილი - „აპექს ნუცუბიძის“ გაყიდვების მენეჯერი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად