10:00 საათზე, კახეთში, წინანდალში, სასტუმრო Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel-ში საქართველოში აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის ბიომრავალფეროვნების დაფინანსების შესახებ რეგიონული დიალოგის 10 წლის იუბილე აღინიშნება.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გახსნის. კონფერენციას 70-ზე მეტი ბიომრავალფეროვნების ფინანსური ექსპერტი და 18 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი დაესწრება.
საქართველოს პარლამენტში:
11:45 საათი - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება
12:00 საათი - საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა
15:00 საათი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა




























