11 ივნისს, 1990-იანების ფესტივალზე, გრემის მფლობელი ლეგენდარული ამერიკელი პროდიუსერის, მსახიობისა და რეპერი COOLIO-ს და დისკოს ლეგენდას, ფრანგულ პოპ-დუოს OTTAWAN-ის კონცერტი თბილისში Warehouse 2/მე2 პავილიონში გაიმართება.
შესაბამისი ინფორმაცია ბილეთების გაყიდვის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
"Artis Leon Ivey Jr. სასცენო სახელით COOLIO, ყველას გვახსენებს 90-იანი წლების ლეგენდარულ სიმღერას "Gangsta's Paradise", რომელიც ფილმ "სახიფათო ფიქრები" (Dangerous Minds)-სთვის შეიქმნა და 1995 წელს რეპერს გრემის ჯილდო მოაპოვებინა. გარდა ამისა, "Gangsta's Paradise" მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა მუსიკალური ჩარტის უცვლელი სიმღერა იყო და ის აღიარებულია როგორც ყველა დროის საუკეთესო სიმღერა და ჰიპ-ჰოპ ნამუშევარი.
"Gangsta's Paradise"-სთან ერთად მუსიკოსმა ფართო მასებს თავი გააცნო და დაამახსოვრა ასევე ალბომებით: It Takes a Thief (1994), Gangsta's Paradise (1995), და My Soul (1997).
მუსიკოსი დღემდე აგრძელებს მუსიკის შექმნის პროცესს და აქვეყნებს თავის შემოქმედებას.
OTTAWAN-ის სიმღერები "D.I.S.C.O." და "Hands Up (Give Me Your Heart)" 80-იანი წლების ერთ-ერთი მთავარი ჰიტები გახლდათ, ხოლო სინგლი "You're OK" (ფრანგული სახელწოდებით "T'es OK") ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი სინგლების TOP50 კრებულშია შესული. OTTAWAN-ის რეპერტუარი მოიცავს სიმღერებს როგორც ფრანგულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
90-იანების ფესტივალზე, თქვენთვის ასევე იმღერებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ყველასათვის საყვარელი მომღერლებიც", - აღნიშნულია tkt.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

























