მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 ივნისს, შატო მუხრანის სასახლეში მერანოს ღვინის ფესტივალი გაიმართება

BM.GE
09.06.23 12:41
177
პირველი ფესტივალია ევროპაში, რომელიც მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი და უნიკალური ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების მეღვინეობები და მათ მიერ წარმოდგენილი მაღალი ხარისხის ღვინოები ამ ღირებულებების დასტურია. 2022 წელს მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და შატო მუხრანისა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით, საქართველოში ჩატარდა. წელს ფესტივალი მეორედ შატო მუხრანის სასახლესა და ახალ აშენებულ ღონისძიებების სივრცე „ორანჟერეაში“ გაიმართება, სადაც ქართველი და უცხოელი მწარმოებლები მიიღებენ მონაწილეობას, როგორც დიდი, ასევე საშუალო და მცირე მარნების სახით. ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, მეღვინეებთან პირადად შესახვედრად და მათთან ერთად განსაკუთრებული ქართული, იტალიური და თურქული ღვინოების დასაგემოვნებლად. ქართულ კომპანიებთან ერთად, ფესტივალზე წარმომადგენელი იქნებიან ღვინის იტალიელი და თურქი მწარმოებლებიც. ღვინის ფესტივალის განუყოფელი ნაწილია გასტრონომიაც. ღონისძიებაზე შესაძლებელია ქართული, თურქული, იტალიური გასტრონომიული პროდუქტებისა და ინგრედიენტების დაგემოვნება და შეძენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები