აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის 11 მესაკუთრეს ქონება იძულებით, - ექსპროპრიაციის გზით ჩამოერთვა.
კერძოდ, გრიგოლეთი - ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, ქონება იძულებით ჩამოერთვა ორ მესაკუთრეს.
ფოთი -გრიგოლეთი - ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის განხორციელებისთვის ქონება იძულებით ერთ მესაკუთრეს ჩამოერთვა.
6 მესაკუთრეს ჩამოერთვა ქონება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნით. რკინიგზა თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს ახორციელებს, რომლის არეალშიც მესაკუთრეების ქონება მოექცა.
ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასაც, რომელიც ქვესადგურის ,,ლაჯანური 500“-ის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. ამ არეალში ქონება იძლებით ერთ მესაკუთრეს ჩამოერთვა.
ახალციხე - ბათუმის” 220 კვ . ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის განხორციელებისთვის ქონება ერთ მესაკუთრეს ჩამოერთვა.

























