მსოფლიოს უმსხვილესმა ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Bugatti-მ კომპანიის დაფუძნების 110 წლის თავი განსაკუთრებულად აღნიშნა და ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი გამოუშვა.
ახალი მოდელის - “La Voiture Noire”-ის ფასი 11 მილიონი ევრო ანუ $12.5 მილიონია, რაც დაახლოებით, 300 ცალი Tesla Model 3-ის ღირებულებაა.
Bloomberg წერს, რომ მას პირველი მყიდველი VW-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ფერდინანდ პიჩის სახით გამოუჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ახალი ავტომობილი 16-ცილინდრიანი ძრავისგან შედგება და 1500 ცხენის ძალა აქვს.
რაც შეეხება თავად კომპანიას, მისი მოდელების წარმოება შეზღუდულია და ყოველწლიურად დაახლოებით, 450 ერთეულს გამოდის მსოფლიოს მასშტაბით.

























