მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 ნოემბერს შესყიდვების კონფერენცია 2026 იმართება

11 ნოემბერს, კომპანია მარტივი შესყიდვების ორგანიზებით, შესყიდვების კონფერენცია 2026 გაიმართება. ღონისძიება უკვე მეოთხედ ტარდება და წელს კიდევ უფრო ფართო მასშტაბით აერთიანებს ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს, შესყიდვებისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის პროფესიონალებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და მენეჯერებს. კონფერენციის მიზანია პროფესიული გამოცდილების გაზიარება, სფეროში არსებული გამოწვევებისა და ახალი ტენდენციების განხილვა, ასევე ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. როგორ განვითარდა კონფერენცია გასული წლების განმავლობაში, რა სიახლეებით ბრუნდება წელს და რა მნიშვნელობა აქვს მსგავსი პლატფორმების არსებობას საქართველოში შესყიდვების სფეროს განვითარებისთვის?

სტუმარი: თამარ ახსიაშვილი - "მარტივი შესყიდვები", დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები