მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

11 ნომინაციის გამარჯვებული ფერმერები - საქართველოში „ფერმერის დღე 2022" აღინიშნა

637b3608aa381
ვიქტორია მღებრიშვილი
21.11.22 12:26
1105
„ფერმერის დღე 2022"-ის ფარგლებში 11 ნომინაციაში გამარჯვებულ ფერმერები გამოვლინდნენ. როგორც ღონისძიების დაჯილდოების ღონისძიებაზე ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ განაცხადა, მიმდინარე წლის კონკურსში განაცხადი 200-ზე მეტმა ფერმერმა შეიტანა, რაც იმას გულისხმობს, რომ სოფლის მეურნეობა წლიდან წლამდე ვითარდება.

რაც შეეხება ნომინაციებსა და გამარჯვებულებს, გამარჯვებული ფერმერები 11 სხვადასხვა ნომინაციაში ლოტოტრონის პრინციპით გამოვლინდა.

ნომინაციაში წლის ახალგაზრდა ფერმერის გამარჯვებული გახდა მაუგლი ძამუკაშვილი-ფერმერი კახეთიდან, მესაქონლეობა;

წლის ქალი ფერმერი მარიამ მარგველიძე -ფერმერი რაჭიდან, მეღვინე;

წლის ინოვაციებზე ორიენტირებული ფერმერის ჯილდოს მფლობელი გახდა - გვანცა კიკალეიშვილი- ფერმერი სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, სოციალური საწარმო, ჩირის წარმოება;
წლის ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი- თამარ გერლიანი-ფერმერი კახეთიდან, მეღვინე;
წლის უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი-მკრტიჩ მოვსესიანი -ფერმერი სამცხე ჯავახეთიდან, კარტოფილი, მარცვლეული კულტურები;
წლის აღმოჩენა ფერმერის - გაბრიელ ძებისაშვილი- ფერმერი მცხეთა-მთიანეთიდან , მეხორცული საქონელი და მეღორეობა, მარცვლეული კულტურა;
წლის რეგიონს დაბრუნებული ფერმერი - ილია მენაბდე-ფერმერი რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთიდან, მევენახეობა, მეღვინეობა;
წლის ეკომეურნეობაზე ორიენტირებული ფერმერი - მაია გიორგაშვილი- ფერმერი შიდა ქართლიდან, აგროტურიზმი;
წლის ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი ფერმერი - ბესიკ მაისურაძე-ფერმერი რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთიდან, ყველის წარმოება;
წლის ფერმერი კაცი - ედვარდ შერმანდინი -ფერმერი შიდა ქართლიდან, თესლოვანი და კურკოვანი ხილის წარმოება;
„გმირობის ნაყოფი“ - ლერი სანებლიძე-ფერმერი შიდა ქართლიდან,ვაშლის ბაღები და მებოსტნეობა.

გარდა ამისა, ფერმერის დღის ღონისძიებაზე კომპანია „უდაბნოს ფერმას“ და „შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიას“ სპეციალური ჯილდო "დივერსიფიცირებული აგრობიზნესი" გადაეცათ.

ცნობისთვის: საღამოს სასტუმრო „რუმს გარდენ ჰოლმა“ მასპინძლობდა, რომელსაც მთავრობის, პარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფერმერთა დღესთან დაკავშირებით, მანამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, ქალაქში არაერთი ღონისძიება ჩატარდა.

საქართველოში ფერმერის დღე 2015 წლიდან ყოველ 20 ნოემბერს აღინიშნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები