13:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: "ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები. ლარის კურსი. ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენცია."
17:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშრებით სიმბოლური კაფსულის ჩადების ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.