ფინანსთა სამინისტრომ 2021 წლის ბიუჯეტის 11 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წელს მთავრობამ 10.2 მილიარდი ლარის გადასახადები მიიღო, რაც საგადასახადო გეგმის 92.2%-ია.
წლის ბოლომდე დარჩენილ დროში მთავრობა კიდევ 900 მილიონის გადასახადების მობილიზებას გეგმავს, 11 თვის მდგომარეობით კი საგადასახადო შემოსავლები ასე ნაწილდება:
• დამატებული ღირებულების გადასახადი - 4,42 მილიარდი ლარი, წლის გეგმის 93%;
• საშემოსავლო გადასახადი - 3,15 მილიარდი ლარი, წლის გეგმის 93%;
• აქციზის გადასახადი - 1,63 მილიარდი ლარი, წლის გეგმის 90.5%;
• მოგების გადასახადი - 935 მილიონი ლარი, წლის გეგმის 98%;
• იმპორტის გადასახადი - 79,5 მილიონი ლარი, წლის გეგმის 99%.
რაც შეეხება შემოსავლების სხვა წყაროებს, ბიუჯეტის თანახმად, წელს მთავრობას 5.2 მილიარდი ლარის ახალი საგარეო ვალი უნდა აეღო, 11 თვის მდგომარეობით კი ახალი საგარეო კრედიტების მიღებამ 4.5 მილიარდი ლარი შეადგინა.
2022 წელს კი საქართველოს მთავრობა 13,4 მილიარდი ლარის გადასახადების მობილიზებას და 3 მილიარდის საგარეო კრედიტების აღებას გეგმავს.