მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 თვეში საქართველომ $617 მლნ-ზე მეტი ღირებულების მედიკამენტები შეიძინა - მთავარი მომწოდებელი ქვეყნები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ნებართვების გარეშე  და სანებართვო პირობების დარღვევით მოქმედი აფთიაქების გამოვლენის მიზნით. მიმდინარე წლის ივნისს-აგვისტოს პერიოდში, თბილისის, სამეგრელოს, შიდა

2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში როგორც დაუფასოებელი, ასევე დაფასოებული მედიკამენტების იმპორტი გაზრდილია. კერძოდ, ქვეყანამ წელს 12.8 მლნ აშშ დოლარის დაუფასოებელი მედიკამენტები შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 11.2 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება დაფასოებულ მედიკამენტებს, საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო საქონლის ათეულში მედიკამენტები 3.5%-იანი წილით მესამე ადგილს იკავებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 11 თვეში საქართველოში 489.5 მლნ დოლარის მედიკამენტები შეიძინა. გასულ წელს, კი ანალოგიურ პერიოდში საქართველომ 360.8 მლნ აშშ დოლარის მედიკამენტები იყიდა. იმპორტი 35.7%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, დაუფასოებელი მედიკამენტების შემთხვევაში, ათეული ასე გამოიყურება:

  • ინდოეთი - 3.1 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი - 1.4 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 1.4 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 1.2 მლნ აშშ დოლარი
  • ლატვია - 1.2 მლნ აშშ დოლარი
  • ესპანეთი - 1.06 მლნ აშშ დოლარი
  • საბერძნეთი - 1.02 მლნ აშშ დოლარი
  • ჩრდილოეთ მაკედონია - 887.7 ათასი აშშ დოლარი
  • აშშ - 737.5 ათასი აშშ დოლარი
  • სამხრეთ კორეა - 304.3 ათასი აშშ დოლარი

დაფასოებული მედიკამენტების იმპორტიორი 10 ქვეყანა:

  • თურქეთი - 136.2 მლნ აშშ დოლარი
  • შვეიცარია - 53.09 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 52.1 მლნ აშშ დოლარი
  • უნგრეთი - 36.4 მლნ აშშ დოლარი
  • საფრანგეთი - 28.5 მლნ აშშ დოლარი
  • ინდოეთი - 16.5 მლნ აშშ დოლარი
  • სლოვენია - 15.2 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 5.06 მლნ აშშ დოლარი
  • ლიეტუვა - 12.4 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 11.5 მლნ აშშ დოლარი



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები