2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში მინის ბოთლებისა და ბოცების იმპორტი მცირედით გაუძვირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანამ მინის ბოთლების იმპორტში $73 მლნ გადაიხადა, ხოლო იმპორტის მოცულობამ 134 457 ტონა შეადგინა.
შედარებისთვის, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში მინის ბოთლების იმპორტის ღირებულება $66.8 მლნ იყო, მოცულობა კი 145 486 ტონა. შედეგად, იმპორტის ღირებულება 9.3%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 7.5%-ით შემცირდა, რაც მიუთითებს, რომ საქართველოში იმპორტირებული მინის ბოთლების საშუალო ფასი გაიზარდა.
ქვეყნისთვის მინის ბოთლების მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია, საიდანაც 2025 წლის 11 თვეში შემოტანილია 64 026 ტონა პროდუქცია, რაშიც საქართველომ $35.8 მლნ გადაიხადა.
მინის ბოთლების უმსხვილესი მომწოდებელი ქვეყნები 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ასე ნაწილდება:
- რუსეთი – $35.8 მლნ, 64 026 ტონა;
- სომხეთი – $25.4 მლნ, 56 532 ტონა;
- ჩინეთი – $2.5 მლნ, 1 492 ტონა;
- აზერბაიჯანი – $2.1 მლნ, 4 732 ტონა;
- უკრაინა – $1.8 მლნ, 2 392 ტონა;
- თურქეთი – $1.5 მლნ, 2 288 ტონა;
- საფრანგეთი – $1 მლნ, 553 ტონა;
- მოლდოვა – $828 ათასი, 998 ტონა;
- იტალია – $654 ათასი, 333 ტონა;
- ბულგარეთი – $174 ათასი, 220 ტონა.




























