მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 თვეში საქართველოში შემოსვლაზე 2,345 ირანელს ეთქვა უარი

5c10a9256bacd
თელარა გელანტია
12.12.18 10:14
1068
2018 წლის 11 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი ირანის 2345-მდე მოქალაქეს ეთქვა.

ინფორმაციის წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროა.

სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2018 წელს რეკორდულად არის გაზრდილი ირანის იმ მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც მესაზღვრეებმა საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

კერძოდ, 2014 წელს საქართველოში არ შემოუშვეს ირანის 71 მოქალაქე, 2015 წელს - 298, 2016 წელს - 30, 2017 წელს - 100, ხოლო 2018 წლის 11 თვეში კი - 2,345.
აღსანიშნავია, რომ ირანელების საქართველოში შემოსვლაზე უარის სტატისტიკა განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან გაიზარდა: აგვისტოში 320 ირანელი არ შემოუშვეს ქვეყანაში, სექტემბერში - 509, ოქტომბერში - 429.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე ირანის ისლამური რეპუბლიკის 434 მოქალაქეს ეთქვა უარი.
რამდენიმე კვირის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში bm.ge-ის განუცხადეს, ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ყველაზე ხშირი და ძირითადი მიზეზი საბუთების წესრიგში არქონაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები