სს "თელასი" თბილისში 50,000 აბონენტისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტის თაობაზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, კომპანიის ინფორმაციით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების შეკეთება უახლოეს საათებში მოხდება.
"დღეს, 27 ივლისს 11:50 საათზე დაზიანდა 110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები „მახათა-1“ და „მახათა-2“. „მახათა-1“-ის გაწყვეტილი სადენები დაეცა „მახათა-2“ გადამცემ ხაზს. ამის გამო ვარკეთილის დასახლების 50 ათასამდე მომხმარებელს ელექტრომომარაგება შეუწყდა.
სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური ახორციელებს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. მომხმარებლების ელექტრომომარაგება დაახლოებით 2 საათში აღდგება,"- ნათქვამია განცხადებაში.




























