მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

110 მლნ-იანი პროექტი ორთაჭალაში - მერია ბულვარის მოწყობაზე კვლევების ჩატარებას იწყებს

გუშინ, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ კრწანისის რაიონში, აბანოთუბნიდან პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე გზის გვირაბის სახით ქვემოთ ჩატანა და არსებულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმება. როგორც მერმა აღნიშნა, ამ მიზნით თბილისის განვითარების ფონდი შეისწავლის ტერიტორიის განვითარების კონცეფციას, რომელიც გეოლოგიურ და დენდროლოგიურ კვლევებს მოიცავს. 

კვლევებში ჩართული ქართული და უცხოური სპეციალისტები, ტრანსპორტის, არქეოლოგიის და დენდროლოგიის მიმართულებით, შესაბამისი დასკვნები კი უახლოეს თვეებში უნდა დაიდოს. რაც შეეხება მის ღირებულებას, პირველადი ვერსიით საუბარი იყო 130 მლნ ლარზე, მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა გუშინ განაცხადა, რომ ღირებულება ამ დროისთვის უცვლელია.

“ორთაჭალის ბულვარის” პროექტი განხორციელება ძვირია თუმცა უმნიშვნელოვანესი - ასეთია გენგეგმის ავტორების პოზიცია.

სტუმარი: მერაბ ბოლქვაძე - თბილისის გენგეგმის ავტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები