საქართველოს მთავრობამ შვეიცარულ ფარმაცევტულ კომპანია Roche-სთან ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესაძენად 111 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. სახელმწიფოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მოაწერა.დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო, შვეიცარიული კომპანიისგან სხვადასხვა დასახელების პრეპარატს პირდაპირი წესით, მართული შესვლის შეთანხმების (MEA) პრინციპების გათვალისწინებით განხორციელდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს. ეს იმ თემის გაგრძელებაა, როდესაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა რომ მომავალი წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობის კურსს სრულად დაუფინანსებს.და შესყიდვის აღწერის თანახმად, ის 2023; 2024 და 2025 წლების განმავლობაში განხორციელდება.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ჯერ არ გამოქვეყნებულა. პროექტს სამინისტრო ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით ახორციელებს. გამარტივებული პროცედურით 111,131,636 ლარის ღირებულების მედიკამენტების შესყიდვაზე სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ნებართვა 11 ოქტომბერს მიიღო.