მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$11.1 მლრდ - კიბოს საწინააღმდეგო იმუნოთერაპიაში

გუშინ ცნობილი გახდა რომ კომპანია Bristol Myers Squibb თანახმაა, გადაიხადოს $11.1 მილიარდამდე, რათა დაპარტნიორდეს გერმანულ BioNTech-თან და მომავალი თაობის კიბოს საწინააღმდეგო იმუნოთერაპია შექმნას, რითაც კონკურენციას მთავარი კონკურენტის, Merck&Co-ს პრეპარატ Keytruda-ს გაუწევს.

შეთანხმება, რომელიც უპირობო $3.5 მილიარდიან ტრანზაქციას მოიცავს, ემყარება BioNTech-ის ამბიციას, შეინარჩუნოს მაღალხარჯიანი და გრძელვადიანი ფოკუსი კიბოს სამკურნალო ექსპერიმენტულ საშუალებებზე და დაამტკიცოს, რომ Pfizer-თან მისი პარტნიორობა COVID-19-ის ვაქცინების შესაქმნელად ერთჯერადი მიღწევა არ ყოფილა. ამასთან, გარიგება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფარმაკოლოგიური სექტორის ტენდენციას, ონკოლოგიაში შეიქმნას მოქმედების ორმაგი მექანიზმი, რომელიც ააქტიურებს იმუნურ სისტემას - რასაც Merck & Co-ს Keytruda ემსახურება - და სიმსივნური წარმონაქმნისთვის სისხლის მიწოდებას წყვეტს. ორივე კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკული Bristol Myers თანამონაწილე იქნება როგორც BioNTech-ის ახალი პრეპარატის, BNT327-ის შექმნის, ასევე მისი კომერციალიზაციის, რაც გერმანული კომპანიის CEO-ს განცხადებით, დააჩქარებს იმუნოთერაპიის წარმოებას და კომპანიას სრული პოტენციალის ათვისებაში დაეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები