საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის ხელმძღვანელად ნიკოლოზ ბაჭულაშვილი დაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან გაგა კირკიტაძესთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.
"სულხან თამაზაშვილმა „112"-ის ახალ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ნიკოლოზ ბაჭულაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს",- აღნიშნავენ უწყებაში.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი 2019 წლიდან გიორგი არსოშვილი იყო.


























