მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11:30 საათისთვის მონაწილეობა მიღებული ჰქონდა კოლეგიის 170 წევრს. არჩევნები შედგა – ცესკოს პრესსპიკერი

ნათია იოსელიანი

ცესკოს პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევნები შედგა, ვინაიდან 11:30 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის 170 წევრს.

როგორც მან პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ ყაველაშვილი არჩეულად ჩაითვლება, თუ 200 ხმას მიიღებს.

"11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული 170 კოლეგიის წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, შედგა არჩევნები, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა",- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში "ქართული ოცნება" პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილს ირჩევს. კენჭისყრა 09:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათამდე გაგრძელდება. პროცესში ოპოზიცია არ მონაწილეობს.

დღეს, "ოცნება" მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევს - როგორია პროცედურები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები