შედეგად, კომაროვის ახალი ფილიალის ამოქმედება დიღომში, "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის" პროექტის ფარგლებშია დაგეგმილი.
პროექტით გათვალისწინებულია 3-სართულიანი შენობის აშენება.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
ტენდერში წინადადებების მიღება მთავრდება 1 აგვისტოს.
„ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობას იანვარში ჩაეყარა საფუძველი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე აშენდება.

























