ნატახტრის აეროდრომი შიდა ავიარეისების მიღებას ვეღარ შეძლებს. აეროპორტების გაერთიანებამ 23.1 მლნ ლარის 2 ტენდერი ჯამში 12 მომსახურებაზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 7 მაისს დასრულდება. შედეგებით რეისები თელავი-ბათუმი, თბილისი-ამბროლაური, თბილისი-ქუთაისი, თელავი-ქუთაისი მიმართულებაზე, თელავი-ამბროლაური, თელავი-თბილისი, მესტიიდან ბათუმის, ქუთაისის, თბილისის, ასევე მესტია ამბროლაურის და მესტია თელავის მიმართულებებზე უნდა შესრულდეს. მიმართულებებში არ არის ნატახტრის აეროპორტი.