EURO 2024 ის დაწყებამდე 14, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ შეხვედრამდე კი 18 დღე დარჩა. ყველა მოლოდინში ვართ… პირველ რიგში იმ ემოციის გამოცდა გვინდა, რაც დიდ საფეხბურთო ფორმუმზე ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობას უკავშირდება. ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას მიტანის სერვისის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი კომპანია, ვოლტი განსაკუთრებულ პროექტს უძღვნის. კონკრეტულად კი "ვოლტი საქართველო" ყველაზე გრძელი მანძილის შეკვეთის შესასრულებლად ემზადება და თბილისიდან დიუსელდორფში ნაკრების მხარდასაჭერად ემოციებით და სურვილებით სავსე, საქართველოს დროშას ჩაიტანს.