მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

12 მარტის ღონისძიებების ანონსი

ანონსი

12 მარტის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათი, ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2024 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების 2025 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენა; მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გენადი არველაძე;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხები:

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

11:00 საათზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: „როგორ იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს ტოტალური კონტროლისათვის“.

13:00 საათზე, ISFED-ის ოფისში ბრიფინგი თემაზე: „სამართლიანი არჩევნები“ საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს დაიცავს გაიმართება.

13:00 საათზე, არასამთავრობო კოალიციათა გაერთიანების ხელმძღვანელი ალექსანდრე კობაიძე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს. თემა: ამერიკის დეპარტამენტის მიერ, USAID-ის საქმიანობის შეზღუდვის დადებითი და უარყოფითი შედეგები.

19:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელთან, 10 პროფესიული კავშირი ერთობლივ მანიფესტაციას - „პროფკავშირები სოლიდარობისთვის!“ - გამართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები