მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12-მილიონიანი თაღლითობის საქმე - „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს 12, ხოლო იურისტს 8 წლით პატიმრობა მიესაჯათ

გიგი წულეისკირი

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებული „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი და იურისტი სოფიკო პეტრიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო - ინფორმაციას TVპირველი ავრცელებს.

მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებით, გივი წულეისკირს 12 წლით პატიმრობა განესაზღვრა, ხოლო სოფიკო პეტრიაშვილს 8 წლით.

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ბრალდებით „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი 10 ნოემბერს დააკავეს, ხოლო სოფიკო პეტრიაშვილი 4 თებერვალს.

ამავე საქმეზე დაკავებულია „სფერო ინვესტის“ დირექტორი, ძებნილი გიორგი მურუსიძეც, რომელიც საზღვარგარეთ აიყვანეს.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები