მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 ოქტომბერს, ბრიტანეთის საელჩო და პარტნიორები ბრიტანულ-ქართულ ფინტექ ფორუმს უმასპინძლებენ

ფინტეკ

ფორუმი თავს მოუყრის ფინტექ-ში მომუშავე პროფესიონალებს საქართველოდან და დიდი ბრიტანეთიდან, სადაც მათ საშუალება ექნება ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და დაამყარონ ახალი, საქმიანი კონტაქტები.

ბრიტანეთის საელჩო ფინტექ ფორუმს უკვე მეორედ მასპინძლობს. წელს, პარტნიორებს შორის არიან: დატაფესტ თბილისი; საქართველოს ფინტექ ასოციაცია; საქართველოს ეროვნული ბანკი; თიბისი ბანკი; საქართველოს ბანკი და გრანტ თორნტონი.

ფორუმის მიზანია, ბრიტანულ-ქართულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა, არსებული ფინ-ტექ კომპანიების წარმოჩენა და ბრიტანული ექსპერტიზის გაზიარება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ფინტექ ეკოსისტემის გამორჩეული სპიკერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან. ფორუმზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ინდუსტრიის ლიდერების წარმატების ისტორიები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები