მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

12 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

5c91fa6e9fa8d
ლიკა გურაბანიძე
20.03.19 12:30
961
მერიის გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსებისთვის დედაქალქში 12 ახალი სავალდებულო გაჩერება დაემატა.

როგორც ირკვევა, მიკროავტობუსებისთვის სპეციალური გაჩერება გარეუბნებშიც სავალდებულო ხდება.

bm.ge მერიის მიერ გავრცელებული გაჩერებებების ჩამონათვალს უცვლელად გთავაზობთ: ქეთევან დედოფლის გამზირი, თამარ მეფის გამზირი, აკაკი წერეთლის გამზირი, დავით გურამიშვილის გამზირი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, ნუცუბიძის ქუჩა, ცოტნე დადიანის ქუჩა, სულხან ცინცაძის ქუჩა, ვაჟა ჩაჩავას ქუჩა, პეტრე ქავთარაძის ქუჩა, აწყურის ქუჩა და ჯავახეთის ქუჩა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ზუსტად 1 წლის წინ თბილისის მერიის მიერ მიკროავტობუსებისთვის რეგულაციების ამოქმედებამ გაამართლა.

„მოგეხსენებათ, მიკროავტობუსების მძღოლებს უფლება და შესაძლებლობა ჰქონდათ, ნებისმიერი მგზავრისთვის მოსახერხებელ ადგილზე გაეჩერებინათ. ეს ქალაქში სხვადახვა სახის პრობლემებს იწვევდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმითვე, გზის ნებისმიერ მონაკვეთში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება მოქალაქეებს უბიძგებს, ქუჩა საფრთხის შემცველ მონაკვეთებშიც გადაჭრან, რაც პირველ რიგში, მათი უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, მძღოლებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდებოდა აღნიშნულის გამო და საცობების თვალსაზრისითაც, დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ეს ყველაფერი უნდა დავარეგულიროთ და მისი მოწესრიგება ეტაპობრივად უნდა მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში ამჟამად ცენტრალურ უბნებში მიკროავტობუსებისთვის გასაჩერებლად 14 ადგილია განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები