12 რაუნდის სამწვრთნელო სკოლა - ადგილი სადაც სწორად განსაზღვრეს ბაზარზე არსებული მოთხოვნა და შეიმუშავეს საზოგადოების ყველა წევრზე მორგებული სასწავლო პროგრამები.
12 რაუნდის სამწვრთნელო სკოლა 2024 წლის თებერვლიდან გამოჩნდა ბაზარზე და დღესდღეობით ის წარმოადგენს ერთადერთ სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტროს, მომზადებისა და გადამზადების საბჭოს მიერ ოფიციალურად მინიჭებული აქვს ფიტნეს ინსტრუქტორის პროგრამის განხორციელების უფლება.
სკოლაში დღეისთვის ორი ძირითადი კურსი მოქმედებს: პროფესიული სამწვრთნელო და საბაზისო კურსი.
სამწვრთნელო სკოლის შექმნის იდეაზე, BMG-სთან, „12 რაუნდის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, ბაჩო წიკლაურმა ისაუბრა.
“პროფესიული კურსი გათვლილია არა მხოლოდ ფიტნეს ინსტრუქტორების მომზადება-გადამზადებისთვის, არამედ მოქმედი სპორტსმენებისთვისაც, რომლებსაც სურთ პირადი სპორტული მიზნების და შედეგების გასაუმჯობესებლად თავად ფლობდნენ საჭირო ცოდნას. რაც შეეხება საბაზისო კურსს - ის ნებისმიერი ადამიანისთვისაა განკუთვნილი, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას, ასაკს, მიზანს. მთავარია უნდოდეს ცოდნის მიღება ყველა იმ საკითხზე რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს ეხება. იდეას რაც შეეხება, ძალიან დიდი ხნის წინ დაიბადა. გამომდინარე იქიდან, რომ “12 რაუნდის” დარბაზში გვყავს მწვრთნელები და გასაუბრებების ეტაპს თავად ვატარებთ, ხშირად გარკვეულ კითხვებზე, რაც ამ სფეროში მნიშვნელოვანია, საკმარის პასუხს ვერ ვიღებდით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სკოლის დაფუძნება, სადაც ნებისმიერი ადამიანი ამომწურავად გაივლიდა ანატომიას, ნუტრიციოლოგიას, კუნთის ბიომექანიკას, ფიზმომზადებას, უსაფრთხოების ნორმებს, პოსტრავმულ შემთხვევებს. შესაბამისად, ისეთი სივრცე შევქმენით, რომელიც დააკმაყოფილებდა ყველა მოქმედი სავარჯიშო დარბაზის მოთხოვნას. რომ შევაჯამოთ, ეს არის მწვრთნელების მომზადებისა და გადამზადების სკოლა, სადაც ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია კურსის გავლა, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს ვარჯიში ან წარმოდგენა შეიქმნას სავარჯიშო სისტემებსა და ანატომიასთან დაკავშირებით. სამომავლოდ სკოლა გეგმავს გაფართოებას და ცალკე, ჩაშლილი სასწავლო პროგრამების დამატებას იმ მოთხოვნების მიხედვით, რასაც მომხმარებელი აფიქსირებს. იქნება ეს სპორტული ნუტრიციოლოგიის კურსი, სხვადასხვა პრაქტიკული მეცადინეობის კურსები, სტაჟირების პროგრამა მომავალი ფიტნეს ინსტრუქტორებისთვის და სხვა მრავალი. ” - ამბობს ბაჩო წიკლაური.
საბაზისო კურსის ხანგრძლივობა 6-7 კვირაა და მოიცავს 12 ლექციას. ამ კურსის მიზანია თითოეულმა დაინტერესებულმა პირმა საფუძვლიანად მიიღოს ყველა კითხვაზე პასუხი.ხოლო მწვრთნელის კურსი გრძელდება 10 კვირის განმავლობაში, რომელიც მოიცავს როგორც შუალედურ ტესტებს, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. შემაჯამებელი გამოცდის დროს კურსდამთავრებულებს გადავცემთ შესაბამის სერატიფიკატს, რომელიც არის ადგილობრივი.
ამ და ყველა სამომავლო გეგმებზე ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ სკოლის ინსტაგრამ გვერდზე: