მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"12 რესტორანი მაქვს საქართველოში აშენებული, შეიძლება მე მაკდონალდსის ოფისთან რაიმე გაურკვევლობა მქონდეს?"

58a1ca632435b
BM.GE
13.02.17 19:00
3229
ბიზნესმენი თემურ ჭყონია, სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ერევანში „ჭყონიას დაანონსების მიუხედავად, მაკდონალდსის ქსელი არ გაიხსნება“, ბიზნესკონტრაქტთან აფასებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ერევანში რესტორნის გასახსნელად ადგილის მოძიება მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, "სომხეთს სჭირდება მაკდონალდსი“ და ამ საკითხთან დაკავშირებით მას სოხური მედიის წარმომადგენლებიც დაუკავშირდნენ.

"თუ მივიღე საუკეთესო ადგილი ერევანში აშენდება მაკდონალდსი, თუ ვერ მივიღე ვერ აშენდება. რაც შეეხება ლიცენზიას, - ყველა ქვეყანაში ასეა, რომ უნდა წარადგინო პროექტი საუკეთესო ადგილით და შემდეგ მაკდონალდსი მოგცემს დასტურს მშენებლობაზე.

12 რესტორანი მაქვს საქართველოში აშენებული, შეიძლება მე მაკდონალდსის ოფისთან რაიმე გაურკვევლობა მქონდეს?

სასომხეთს სჭირდება მაკდონალდსი, ჩემთან ერთად, - რადგან ქუთაისში 2 მაკდონალდსი იქნება, ერევანში კი არცერთი.

ადგილი რომელიც შემომთავაზეს არ მომეწონა, მე მინდა საუკეთესო ადგილი ერევანში, რადგან მაკდონალდსი ამას იმსახურებს. შემდეგ მივალთ მერიაში და შევთავაზებთ პროექტს, - თუ ისინი დათანხმდებიან ავაშენებთ თუ არა იფიქრონ. ამ ფიქრში ჩვენ უკვე მეცამეტე რესტორანს ავაშენებთ საქართველოში", - განაცხადა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები